სირიაში ქიმიური იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 05.04.2017
ნანახია: 1329

სირიის იდლიბის პროვინციაში სავარაუდო ქიმიური იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. მათ შორის 20 ბავშვი და 17 ქალია. ამის შესახებ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება.

უფლებადმაცველების თქმით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ათეულობით ადამიანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ არის მიჩნეული.

გუშინ ქალაქი ხან-შეიჰუნი დაიბომბა. სირიელი აქტივისტების ცნობით, ავიაერიში სირიის არმიამ ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. ავიადარტყმების შემდეგ ადამიანებს სულის შეხუთვა დაეწყოთ.  

სირიის ოპოზიციის მხარადმჭერების მტკიცებით,  თვითმფრინავებმა რაკეტები ადგილობრივ საავადმყოფოებს ესროლეს, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უეწევდნენ.

სირიელი სამხედროები აცხადებენ, რომ ავიადარტყმებთან კავშირი არ აქვთ. რუსი სამხედროების ვერსიით კი სირიის ავიაციამ იერიში ტერორისტების საბრძოლო მასალების საწყობებზე მიიტანა, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე