ოსი სეპარატისტები ე.წ. საზღვარს სამი დღით დაკეტავენ

საქართველო, თბილისი - 09:51 | 05.04.2017
ნანახია: 1216

9 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის სამი დღით დაკეტვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 7 აპრილს 20:00 საათიდან 10 აპრილამდე დროებით შეწყდება მოქალაქეთა გატარება. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უკავშირდება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი“, - აღნიშნულია ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ 2017 წლის 10 აპრილს 20:00 საათიდან. 

9 აპრილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე