მეტროსადგური ”სენნაია პლოშადი” ბომბის არსებობის საფრთხის გამო დაიკეტა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 04.04.2017
ნანახია: 1342

პეტერბურგის მეტროსადგური ”სენნაია პლოშადი” ბომბის არსებობის საფრთხის გამო ისევ დაიკეტა. პეტერბურგის მეტროპოლიტენის სამმართველოს ცნობით, მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარი განხორციელდა.

მეტროპოლიტენის პრეს-სამსახურის ცნობით, მატარებლები სადგურზე არ ჩერდებიან.

პოლიციის თანამშრომლები ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შესულ ინფორმაციას ამოწმებენ.

3 აპრილს მეტროსადგურებს - „სენნაია პლოშადსა“ და „ტექნოლოგიური ინსტიტუტი-2“-ს შორის, მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე