დემოკრატიული განვითარების მდგომარეობით, საქართველო გარდამავალი მთავრობის კატეგორიაშია - ,,ფრიდომ ჰაუსი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 04.04.2017
ნანახია: 1360

„ქვეყნები გარდამავალ პერიოდში“ - საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფრიდომ ჰაუსი” 2017 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევაში საქართველოზეცაა საუბარი. 

ქვეყნის ზოგადი დემოკრატიული მაჩვენებლები  7 ქულიანი სისტემიდან  4,61 ქულით არის შეფასებული, სადაც 1- საუკეთესო, ხოლო 7 - ყველაზე ცუდ მაჩვენებლად ითვლება.  

დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში საქართველო გარდამავალი მთავრობის კატეგორიაშია, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ორი ქვეყანა, მოლდოვა და უკრაინა. 

დემოკრატიული პროგრესის მიხედვით, საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები აქვს დემოკრატიულ მმართველობაში, როგორც ადგილობრივ ასევე ეროვნულ დონეზე, საარჩევნო პროცესსა და მედიის დამოუკიდებლობაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე