პეტერბურგის ტერაქტისას გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 04.04.2017
ნანახია: 1155

პეტერბურგის ტერაქტისას გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ  ”რია ნოვოსტი”  რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ ვერონიკა სკვარცოვაზე დაყრდნობით  იუწყება.

ამასთან, მეტროში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 51-მდე არის გაზრდილი. 

3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს - ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და „სენნაია პლოშადს“ შორის აფეთქება მოხდა. პეტერბურგში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე