11 დაღუპული, 51 დაშავებული - სანკტ პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 04.04.2017
ნანახია: 1239

სანკტ პეტერბურგი ტერატის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოლქში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მასშტაბური ტერორისტული აქტი სანკტ პეტერბურგში გუშინ საღამოს განხორციელდა. მეტროს ვაგონში მომხდარ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. არ არის გამორიცხული, ტერაქტი თვითმკვლელ ტერორისტს მოეწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე