რუსეთის გენერალური პროკურატურა სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტად აღიარებს

საქართველო, თბილისი - 18:09 | 03.04.2017
ნანახია: 1344

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სანქტ-პტგერბურგის მეტროში აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. შესაბამისი განცხადება რუსული ტელეარხის ეთერით უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალერქსანდრ კურენოიმ გააკეთა.

სადგურებს ”სენაია პლოშადსა” და ”ტეხნოლოგიჩესკი ინსტიტუტს” შორის აფეთქება ადგილობრივი დროით 14:40 საათზე მოხდა.

მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დაღუპულია 10 და დაშავებულია50-მდე ადამიანი. სანქ-პეტერბურგის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით კი საავადმყოფოებში 22 ადამიანია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე