სომალელმა მეკობრეებმა სატვირთო გემი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 15:30 | 03.04.2017
ნანახია: 1314

სომალელმა მეკობრეებმა ინდოეთის სატვირთო გემი გაიტაცეს. შემთხვევა სომალის თვითგამოცხადებული ავტონომიური რეგიონის პუნტლენდის სანაპიროსთან მოხდა.  

ხომალდის ეკიპაჟისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ორი კვრის წინ მეკობრეებმა სომალის ნაპირებთან ნავთობის ტანკერი გაიტაცეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

ეს მეკობრეების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გემის პირვლი გატაცება იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე