ეგზიტპოლების თანახმად სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 10:12 | 03.04.2017
ნანახია: 1358

ეგზიტპოლების თანახმად სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი რესპუბლიკური პარტია ლიდერობს.

ეგზიტპოლებით, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ხმათა 46 პროცენტი მოაგროვა.

გამოკითხვის თანახმად, პარლამენტში ასევე მოხვდებიან ბლოკი ”ცარუკიანი” (ხმათა 25 პროცენტი), ბლოკი ”ელკი”(10 პროცენტი) და სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტონი, რომელსაც ამომრჩველთა 5 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

სომხეთის ცენტრალური კომისიის მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა 60,86 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე