ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ლენინი იმარჯვებს

საქართველო, თბილისი - 10:01 | 03.04.2017
ნანახია: 1285

ეკვადორის მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ლენინ მორენო მეორე ტურში იმარჯვებს.

ხმათა 96 პროცენტის დათვლის შემდეგ მორენო ხმების 51,06 პროცენტს აგროვებს, მისი ოპონენტი გილიერმო ლასო კი 48,94 პროცენტს.

საარჩევნო კომისიას გამარჯვებული ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ ”ტვიტერში” უკვე დაწერა, რომ მორენოს გამარჯვება გარდაუვალია.

ეკვადორში წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მღელვარება დაიწყო. ლასომ თავის მხარდამჭერებს ქუჩებში გასვლისკენ მოუწოდა.  

ლასოს აზრით, მისმა მოწინააღმდეგემ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა და ბიულეტინების ნაწილი გააყალბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე