ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 14:10 | 02.04.2017
ნანახია: 1225

ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ტანტას რაიონი გახდა.

დანაღმული მოტოციკლი პოლიციელთა გადამზადების ცენტრთან აფეთქდა.

დაშავებულთაგან 13 პოლიციელი, 3 კი სამოქალაქო პირია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე