კოლუმბიაში მეწყერმა 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 02.04.2017
ნანახია: 1260

კოლუმბიაში მეწყერმა 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 206 ადამიანია დაღუპული, არმიის პრეს-სამსახურის ცნობით კი დაღუპულთა რაოდენობა 254-ს აღწევს.

სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება.

პუტუმაიოს პროვინციაში იმყოფება პრეზიდენტი სანტოსიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე