არ მესმის, რა მიიღეს ამით დაზარალებულებმა, მე მგონია უფრო დაზარალდნენ - ნინო დარასელი

საქართველო, თბილისი - 12:55 | 31.03.2017
ნანახია: 1940

არ მესმის, რა მიიღო სახელმწიფომ, რა მიიღეს ამით დაზარალებულებმა, მე მგონია უფრო დაზარალდნენ, - ამის შესახებ რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილმა ნინო დარასელმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ვერავის, ჩვენს ოჯახზე მეტი ინეტერესი, ვერ ექნებოდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, რადგან როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ რას, 4 წლის წინ შეჩერებულ მშენებლობებს, განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. მე უბრალოდ მგონია, რომ რაღაც დიდი შეცდომა მოხდა", - განაცხადა ნინო დარასელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე