აშშ-ის სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 31.03.2017
ნანახია: 1372

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეების სენატორ როჯერ უიკერისა და სენატორ ბენ კარდინის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული ბიურო ავრცელებს. 

რეზოლუცია გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. "რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დროა, აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი პირობების გატარება უნდა უზრუნველყოს,"-განაცხადა სენატორმა უიკერმა.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტის მთავარ პრინციპს და რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. 

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე