სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ-ჰე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:02 | 31.03.2017
ნანახია: 1401

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ-ჰე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავცრელებს. 

მოსამართლის განცხადებით,  არსებობს ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების ალბათობა, რის გამოც მისიდაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს. ექს-პრეზიდენტს ოფიციალურად ბრალს 17 აპრილამდე წაუყენებენ.

სამხრეთ კორეაში კორუფციული სკანდალი 2016 წლის ოქტომბერში აგორდა. ყოფილ პრეზიდენტს  ბრალად ედება ქრთამის აღება, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა. 

2017 წლის 10 მარტს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის პაკ კინ-ჰეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე