ატლანტში ესტაკადა ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 31.03.2017
ნანახია: 1224

ამერიკის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ძლიერი ხანძრის შედეგად ესტაკადის ნაწილი ჩამოინგრა.  ცეცხლი ავტომაგისტრალის ქვეშ გაჩნდა.

ტელეარხ Fox 5 News-ის ცნობით, ჩამონგრევისას ესტაკადაზე ავტომობილები არ მოძრაობდნენ. ხანძრის გამო ესტაკადის ეს ნაწილი გადაკეტეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი პლასტმასის მილებს გაუჩნდა, რომლებიც ესტაკადის ქვეშ ინახებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე