კახა კალაძე: შეუძლიათ, ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ

საქართველო, თბილისი - 15:49 | 02.11.2015
ნანახია: 1936

ყველაფერი არის ნათელი, ყველამ ყველაფერი ვიცით, თუ რას გეგმავდა ეს ადამიანი. შესაბამის სამსახურებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ გამოძიება და დაველოდოთ, ძალიან საინტერესო იქნება, - ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებს.  

"მე ვფიქრობ, შეფასება არ არის საჭირო. ყველაფერი არის ნათელი, ყველამ ყველაფერი ვიცით, თუ რას გეგმავდა ეს ადამიანი. შესაბამის სამსახურებს ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ გამოძიება და დაველოდოთ, ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა მინდა, ქვეყნის მოსახლეობა დავამშვიდო - ხელისუფლება აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას და დღეს საქართველოში ვერავინ გაბედავს ვერც გადატრიალებას, ვერც რევოლუციის მოწყობას. მაგ ადამიანებს შეუძლიათ,  ჩაიკეტონ თავიანთ ოთახებში და იკოტრიალონ რამდენიც უნდათ",- განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე