1 დაღუპული და 7 დაშავებული - დომოდედოვოს აეროპორტთან სახანძრო მანქანა ქვეითებს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 30.03.2017
ნანახია: 1393

მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტთან სახანძრო მანქანა გაჩერებაზე  რვა ადამიანს დაეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ოთხი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახანძრო მანქანა აეროპორტს ეკუთვნის. წინასწარი ვერსიით, შემთხვევის მიზეზი მანქანის მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გახდა.

ამასთან ”რია ნოვოსტის” წყაროს მტკიცებით, მანქანის მძღოლს ჰიპერტონიული კრიზი დაემართა. თუმცა ვერ აზუსტებს ეს შემთხვევის შედმეგ მოხდა თუ მანამდე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე