ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება

საქართველო, თბილისი - 13:05 | 30.03.2017
ნანახია: 987

ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და ტროტუარების მოწყობის შემდეგ, კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 000 მ2-ზე იგება ასფალტის საფარი.

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელება 4 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე