ივანკა ტრამპი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უხელფასო თანამდებობას დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 10:49 | 30.03.2017
ნანახია: 1473

დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ხდება. მან პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა მიიღო.

ამ თანამდებობაზე ხელფასი გათვალისწინებული არ არის. თავად ივანკამ განაცხადა, რომ სამუშაოს არაფორმალური ხასიათის მიუხედავად, ყველა წესს დაიცავს, რომელსაც ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ემორჩილებიან.

ის რომ ივანკა მამამისის მრჩეველი გახდებოდა, ცნობილი 20 მარტს გახდა.

ამერიკის პრესა წრდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილს საიდუმლო ინფორმაციებთან წვდომა ექნება და მისი კაბინეტი თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაზე განთავსდება, იქ სადაც ოვალური კაბინეტი მდებარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე