თურქეთმა სირიაში ოპერაცია ”ევფრატის ფარი” დაასრულა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 30.03.2017
ნანახია: 1263

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით დაასრულა სამხედრო ოპერაცია ”ევფრატის ფარის” სახელწოდებით.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 24 აგვისტოს დაიწყო, რათა თავის საზღვრებთან ტერიტორია ისლამისტებისგან გაეწმინდა და ქურთთა ფორმირებების იერიში შეეჩერებინა.

”ოპერაცია ”ევფრატის ფარი” წარმატებით დასრულდა”, - განაცხადა ილდირიმმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე