ევროსაბჭოს დელეგაცია დღეს პარლამენტარებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 09:23 | 30.03.2017
ნანახია: 1143

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში შეხვედრებს მართავენ. ვიზიტად მყოფი სტუმრები დღეს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მონიტორიგნის კომიტეტის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხედულებებსაც მოისმენენ.

მმართველი გუნდი მზად არის უცხოელი კოლეგების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითები, სასამართლო სისტემა, მედიაპლურალიზმი, საარჩევნო სისტემა - ამ და სხვა საკითხებზე ოპოზიცია მონიტორინგის კომიტეტის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე