ხვალ, რესპუბლიკის მოედანი 5 საათით გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 21:56 | 29.03.2017
ნანახია: 984

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 მარტს რესპუბლიკის მოედანი 5 საათით გადაიკეტება. 

უწყების ცნობით, ხვალ ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობა ტარდება, რის გამოც, თბილისში, ვარდების მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება. 

ღონისძიებაში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე