”ისალმური სახელმწიფოს” მებრძოლებმა სირიაში ქრისტიანებით დასახლებული ქალაქი დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 14:45 | 02.11.2015
ნანახია: 1983

”ისალმური სახელმწიფოს” მებრძოლებმა სირიაში ჰომსის პროვინციის ქრისტიანებით დასახლებული ქალაქი მაჰინი დაიკავეს. ამის შესახებ სირიის სამთავრობო ჯარის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ტერორისტებმა ქალაქში შესვლამდე სირიის არმიის ბლოკპოსტზე დანაღმული მანქანები ააფეთქეს და ქალაქი მთლიანად დაიკავეს. მაჰინში ინტენსიური შეტაკებები ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სირიის სამთავრობო ძალების 50–მდე ჯარისკაცი დაიღუპა.

სააგენტო Sputnik-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მაჰინის დაკავების შემდეგ მეზობელი ქალაქის სადადის ქრისტიანმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა და ტერორისტების მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის გამო თავი ქალაქ ზეიდელს შეაფარა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე