შვიდმეტრიანმა პითონმა მამაკაცი გადაყლაპა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 13:46 | 29.03.2017
ნანახია: 1652

ინდონეზიის  კუნძულ სულაბესზე შვიდმეტრიანმა პითონმა მამაკაცი გადაყლაპა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გაზეთის ინფორმაციით, 25 წლის აკბარ სალუბირო 26 მარტს დაიკარგა. ის ამ დღეს მეზობელ სოფელში წასვლას აპირებდა.

მეორე დღეს მისი დაკარგვით შეწუხებული თანასოფლელები მამაკაცის ძებნას შეუდგნენ. მალე მამაკაცის სახლის ეზოში გიგანტური გაბერილი პითონი იპოვეს.  რეპტილიის გაკვეთის შემდეგ მათ მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ პითონის აღმოჩენამდე, წინა ღამით მეზობლებმა ადამიანის ყვირილი გაიგონეს, თუმცა გაურკვეველია, მისი დახმარება რატომ არ მოინდომეს.

 


Читать полностью:  https://news.tut.by/accidents/537233.html





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე