თურქეთში ”ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:19 | 29.03.2017
ნანახია: 1215

თურქეთის უშიშროების ძალებმა ”ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური საფვან გაჰვათი დააკავეს. ის ევროპიდან მებრძოლების გადაბირებით იყო დაკავებული.

თურქული მედიის ცნობით, პოლიციელებმა გააჩერეს ავტობუს, რომლითაც გაჰვათი ქალაქ ტარსუსიდან სტამბოლში მიდიოდა, სავარაუდოდ კი იქიდან ევროპაში გამგზავრებას გეგმავდა. სასამართლომ მას პატიმრობა  შეუფარდა. ხელიუფლებმა ასევე მისი ცოლის დეპორტაცია მოახდინა.

სავარაუდოდ, გაჰვატი ევროპიდან მებრძოლების მომზადებით იყო დაკავებული და მათ იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალების გამოყენებას ასწავლიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე