ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბრექსითის დეკლარაციას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 29.03.2017
ნანახია: 1183

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა  ბრექსითის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. რამდენიმე საათში ტერეზა მეი პარლამენტში სიტყვით გამოვა.

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალური  დოკუმენტი ბრიტანეთის ელჩმა  ევროსაბჭოს ხელძღვანელს უკვე გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ  გაერთიანებული სამეფო  ლისაბონის ხელშეკრულების 50-ემუხლის ამოქმედების დაიწყებს. ამ მუხლის მიხედვით,  მხარეებს  შეთანხმების მისაღწევად 2 წლიანი ვადა აქვთ.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე