მექსიკის ციხეში ბუნტს მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 29.03.2017
ნანახია: 1241

მექსიკის ქალაქ კადერეიტის ციხეში ბუნტს ორი ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

ორი დღის განმავლობაში ამ ციხეში ამბოხი უკვე მეორედ მოხდა. ორშაბათს მომხდარი ბუნტისას შვიდი ადამიანი დაშავდა.

ამბოხებულებმა დაწვეს ლეიბები და ფსიქიკურად დაავადებულთა სამედიცინო პუნქტიდან  მედიკამენტები გაიტაცეს. ერთი მსჯავრდებული ძლიერი დამწვრობის, მეორე კი სამედიცინო პრეპარტებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე