მადეირას აეროპორტს კრიშტიანუ რონალდუს სახელს დაარქმევენ

საქართველო, თბილისი - 10:33 | 29.03.2017
ნანახია: 1239

პორტუგალიის ხელისუფლება კუნძულ მადეირას აეროპორტს ”რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს სახელს დაარქმევს. რონალდუ წარმოშობით სწორედ ამ კუნძულიდანაა.

აერპორტისთვის რონალდუს სახელის მინიჭების ცერემონია ქალაქ ფუნშალთან დღეს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თავად ფეხბურთელიც. ქალაქში უკვე არსებობს რონალდუს ბრინჯაოს ქანდაკება, ასევე მუზეუმი და სასტუმრო, რომლებიც ბრენდ CR7-ის ქვეშ მუშაობენ. CR7 ფეხბურთელის გავრცელებული მეტსახელია.

მადეირას აეროპორტი 1964 წლის 8 ივლისიდან ფუნქციონირებს და ერთი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი აქვს.  

2016 წელს კრიშტიანუ რონალდუ ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. პორტუგალიელი სპორტსმენი ”ოქრიოს ბურთის” ხუთგზის მფლობელია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე