ირაკლი კობახიძემ ლატვიის პრეზიდენტს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 28.03.2017
ნანახია: 1304

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მოწადინებულია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფროგაღრმავდეს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.                                                                        ირაკლი კობახიძემ ლატვიის პრეზიდენტის სამუშაო სადილზე უმასპინძლა, 2017 წლის 28 მარტი

ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რამდენიმე დღის წინ, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების რვიანის წევრ სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოების მაღალითანამდებობის პირებთან ერთად, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობას.

 ირაკლი კობახიძემ ლატვიის პრეზიდენტის სამუშაო სადილზე უმასპინძლა, 2017 წლის 28 მარტი

პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის პრეზიდენტს აგრეთვე გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და მიმდინარე საკითხები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე