გიორგი კვირიკაშვილი ბერძენ კოლეგას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:16 | 28.03.2017 ნანახია: 1345
მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს,” - ამ სიტყვებით შეხვდა საბერძნეთის პრემიერმინისტრი ქართველ კოლეგას.
პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ალექსის ციპრასმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საქართველოს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა ალექსის ციპრასს საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ბერძენ კოლეგას საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავის მნიშვნელობაზე.
პრემიერმინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად და კიდევ უფრო განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის პარტნიორული ურთიერთობის ძირითადი საკითხები და იმსჯელეს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია ბერძნული ბიზნესდელეგაციის ვიზიტი თბილისში, რაც ბერძენ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.
საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი.
საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გიორგი კვირიკაშვილი ათენში, ქართულ-ბერძნულ კონფერენციაზე „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე“ სიტყვით გამოვიდა.
გიორგი კვირიკაშვილი ათენში, ახალგაზრდებთან, ჟურნალისტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს დილით უვიზოდ გაემგზავრა. ათენში ვიზიტი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას უკავშირდება.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















