ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:14 | 28.03.2017 ნანახია: 1294
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის (ოლი მაჯლისის) თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სოდიკ საფაევს შეხვდა.
სოდიკ საფაევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა.
უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კობახიძეს უზბეკეთში მიმდინარე პროცესები და ოლი მაჯლისის საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საჯარო მმართველობის რეფორმაზე.
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რადგან, მისი განცხადებით, ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, საკანონმდებლო ბაზა და ბიზნეს-გარემო უწყობს ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სოდიკ საფაევმა რეგიონში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა გეგმის მიხედვით უმჯობესდება. მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის შესახებაც.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობაა, რადგან ორ ქვეყანას ერთმანეთთან ხანგრძლივი ისტორიული კავშირი აქვს. შეხვედრაზე, ასევე, გამოცდილების გაზიარების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივა განიხილეს.
უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთში მიიწვია.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















