დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების შუამდგომლობა დააკმაყოფილდა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 28.03.2017
ნანახია: 1119

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა. 

სასამართლო დღესვე იმსჯელებს ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე 

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე