გიორგი კვირიკაშვილი: ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად
საქართველო, თბილისი - 12:32 | 28.03.2017 ნანახია: 1326
“საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება,”- ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე,“ რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.
გიორგი კვირიკშვილის განმარტებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში უბრალო დამთხვევა არ არის, რადგან საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია, რომლის ეკონომიკასა და კულტურაზე ქართველი მოქალაქეების უკვე მეორე თაობა თავის კვალს ტოვებს.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის როლს, რომელიც ცდილობს საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.
“ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, აქვს ძლიერი დემოკრატია და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს. კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე, ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსების ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი. საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონალური დისტრიბუტორია. ენერგიის გარდა, საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა. ანაკლიის დამთავრების შემდეგ საქართველოც ჩინეთის გზაგამტარი გახდება. ანაკლიიდან პირეოსამდე, კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისათვის,”-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-საბერძნეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა შეაფასა და ის ახალი მიმართულებები დაასახელა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულია: ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა; ტურიზმი და სასტუმრო სექტორი; სოფლის მეურნეობა, კვება და გასტრონომია; მშენებლობა და ენერგეტიკა.
მისივე თქმით, მომავალი ღირსეული პარტნიორობა ისტორიულ კავშირებს ემყარება, რადგან ათენი უდიდესი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია- აქ საქართველო თავს ევროპასთან უფრო ახლოს გრძნობს.
“ჰომეროსის ეპიკური ნაწარმოებებიდან დაწყებული და ბიზანტიის იმპერიით დამთავრებული, ათასწლეულების მანძილზე, ჩვენ უდიდესი ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, ჩვენი წარსული ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით როგორც ხალხები, კულტურები და ერები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოჯახად მივიჩნევთ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იპოვის საკუთარ ადგილს ევროპულ ოჯახში და “ამ გზაზე ქართველების მოძრაობა დღეს ათენიდან იწყება”.
სამეცნიერო კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ ქართველი და ბერძენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი მელეტიოს-ათანასიოს დიმოპულოსი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ირინე დარჩია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















