ირაკლი ალასანია: ძალიან უჭირს კოალიციას

საქართველო, თბილისი - 14:09 | 02.11.2015
ნანახია: 1920

პარლამენტის შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" მიმართ ხალხის ნდობა არის ძალიან დაბალი- ამ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აკეთებს.

 ალასანიას თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" იქნება ახალი და ალტერნატიული ძალა, რომელიც რეალურად მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას 2016 წელს.

  "შედეგებს თუ დავაკვირდებით, პოლიტიკური შეფასება შემიძლია გავაკეთო, რომ ძალიან უჭირს კოალიციას. პრაქტიკულად, მათ მიმართ ხალხის ნდობა არის ძალიან დაბალი, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ალტერნატიული ძალა იქნება "თავისუფალი დემოკრატები", ვისაც მიეცემა შანსი 2016 წელს რეალურად მოიპოვოს ხალხის ნდობა", - განაცხადა ალასანიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე