უვიზო მიმოსვლისას მესაზღვრე კონტროლიორები მოქალაქეებს დამატებით კონსულტაციებს გაუწევენ

საქართველო, თბილისი - 18:39 | 27.03.2017
ნანახია: 1408

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც, 28 მარტიდან, უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლიდან, მესაზღვრე კონტროლიორებს ოფიციალურად დაევალებათ, დეტალურად გაესაუბრონ მგზავრებს, გაუწიონ კონსულტაცია და შეამოწმონ, მათი სამგზავრო დოკუმენტაცია არის თუ არა შენგენის ზონის ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

"იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც, თავისთავად, გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ პირს, მაღალი ალბათობით, არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე კონტროლიორი ამის თაობაზე მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს", - განაცხადა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე