ეგვიპტეში პოლიციამ ქრისტიანების ოჯახზე მუსულმანების თავდასხმა აღკვეთა

საქართველო, თბილისი - 15:54 | 27.03.2017
ნანახია: 1225

ეგვიპტეში პოლიციამ ქრისტიანების ოჯახზე მუსულმანების თავდასხმა  აღკვეთა. Associated Press-ის ინფორმაციით, მუსულმანები ეჭვობდნენ, რომ თითქოს ქრისტიანმა მშობლებმა შვილი, რომელმაც ისლამი აღიარა, მკაცრად დასაჯეს, რაც მათი პროტესტის მიზეზი გახდა. მშობლები თავის მხრივ ბრალდებას უარყოფენ.

შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ოთხი მათგანი პოლიციელია. დაკავებულია რვა ადამიანი. ინციდენტი ტურისტულ ცენტრთან - ლუქსორთან ახლოს, სოფელ მოედათში მოხდა.  

ეგვიპტელი ქრისტიანები მუსულმანების მხრიდან დისკრიმინაციას გამუდმებით უჩივიან. კერძოდ, მუსულმანები ხშირად თავს ესხმიან კოპტური ეკლესიის წევრებს. იანვარში ალექსანდრიაშ  ქრისტიანი კოპტი მუსულმანმა ალკოჰოლით ვაჭრობისთვის მოკლა. ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობა ამ ქლაქში კანონით ნებადართულია.  კოპტური თემის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე