ზვიგენის თავდასხმის მცდელობა ვიდეოთი გადაიღეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:15 | 27.03.2017
ნანახია: 1260

აშშ-ში მამაკაცმა დრონით შემთხვევით გადაიღო მეგობარ გოგონაზე ზვიგენის თავდასხმის მცდელობის ამსახველი ვიდეო.

ინციდენტი ფლორიდის შტატში უესტ-პალმ-ბიჩის სანაპიროზე მოხდა. მამაკაცი გოგონას, რომელიც ლასტებით ცურავდა,  კამერით იღებდა. მოულოდნელად კადრში ზვიგენი გამოჩნდა, რომელიც გოგონასთან სწრაფად მიცურდა, შემდეგ კი უკან მკვეთრად გაბრუნდა და გაქრა.

ვიდეოჩანაწერის ავტორის ვარაუდით, მტაცებლის სამიზნე ადამიანი არ ყოფილა, მისი აზრით, ზვიგენმა მოძრავი ლასტები მოცურავე თევზებად მიიჩნია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე