მუშებმა 500-წლოვანი სამარხი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 27.03.2017
ნანახია: 1239

ჩინეთში ჩჟოუკოუს ოლქში წყალსადენის გაყვანის სამუშაოებისას მუშებმა ორი მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინეს.

Dahe Daily-ის ინფორმაციით, მამაკაცისა და ქალის მუმიები დაახლოებით  500 წლის წინ არიან დაკრძალული. ანთროპოლოგების თქმით,  ცხედრები მინების დინასტიის მმართველობის დროს დიდგვაროვან გუ ზუოს შვილიშვლსა და მის ცოლს ეკუთვნის.

ტანსაცმელი, რომლითაც ცხედრები იყო შემოსილი, ისეა შენახული, რომ ოქროს ნაქარგებიც კი კარგად შესამჩნევია. ცხედრები საერთო სამარხში ცალ-ცალკე - ბროლის კუბოებში იყვნენ ჩასვენებულნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე