სკოლის მოსწავლეები ზვავის ქვეშ მოყვნენ - დაღუპულია 8 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:11 | 27.03.2017
ნანახია: 1985

იაპონიაში ტოგიტის პრეფექტურაში ჩამოწოლილ ზვავს რვა მოსწავლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

ზვავი სამთო-სათხილამურო კურორტზე ქალაქ ნასუსთან ახლოს ჩამოწვა. ინციდენტის ადგილზე 60-მდე უფროსკლასელი იმყოფებოდა.

ადგილზე მაშველები იმყოფებიან. მათი თქმით, კიდევ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამაშველო ოპერაცია უამინდობის გამო გართულებულია, სამაშველო ვერტმფრენები ზვავის ჩამოწოლის ადგილთან მიახლოებას  ვერ ახერხებენ.

პრემიერ სინძო აბეს განცხადებით, მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაშავებულების გადასარჩენად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე