ლე პენი ევროკავშირს დაშლას უწინასწარმეტყველებს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 27.03.2017
ნანახია: 1262

ევროკავშირი დაიშლება, რადგან მის მცხოვრებლებს ის აღარ სჭიდრებათ. ამის შესახებ საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ”ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა  მარინ ლე პენმა თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

”ევროკავშირი სულს დალევს - ის ხალხს აღარა სჭირდება”, - განაცხადა ლე პენმა.

”მოვიდა დრო დავამარცხოთ გლობალისტები. მე ვსაუბრობ ემანსიპაციაზე, გათავისუფლებაზე. მოვუწოდებ ყველა პატრიოტს შეიკრიბოს ჩვენი დროშის ქვეშ’, - აღნიშნა მან.

საფრანგეთში სპარეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. ლე პენის მთავარი მოწინააღმდეგეები ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე ცენტრისტი ფრანსუა ფიიონი არიან. არჩევნების ფავორიტად მაკრონი მიიჩნევა. სავარაუდოდ ის მეორე ტურში ლე პენთან ერთად გავა და გაიმარჯვებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე