საქართველოს დღეს ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 27.03.2017
ნანახია: 1173

საქართველოს დღეს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი და მისი მეუღლე ივეტა ვეიონისი ეწვევიან.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში რაიმონდ ვეიონსს საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი ხელს ორმხრივ დოკუმენტებს მოაწერენ.  

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე ომში დაღუპულთა მეომერიალს გვირგვინით შეამკობს.  ასევე ლატვიის დელეგაცია ხურვალეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო პუნქტის მონახულებს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე