ტრამპი სიძეს თეთრ სახლში ახალი სამმართველოს უფროსად ნიშნავს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 27.03.2017
ნანახია: 1365

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ახალი სამმართველოს ხელმძღვანელად უფროს მრჩეველსა და თავის სიძეს ჯერად კუშნერს ნიშნავს, ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

გაზეთის ცნობით, ამერიკული ინოვაციების სამმართველო პირადად ტრამპს დაექვემდებარება.

სამმართველოს ფუნქცია ფედერალური ბიუროკრატიული სისტემის კონტროლი და ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება იქნება.

სამმართველოში ყოფილი კომერციული ხელმძღვანელები დასაქმდებიან, რომელთა ამოცანაც მთავრობის მუშაობაში ახალი იდეების დანერგვა იქნება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე