პრეზიდენტი კასპის ოკუპაციის მუზეუმში პროექტის - „არა ოკუპაციას" პრეზენტაციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 13:35 | 24.03.2017 ნანახია: 1505
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კასპის ოკუპაციის მუზეუმში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის - „არა ოკუპაციას" პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტს მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" ახორციელებს, რომლის მიზანიც გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლებისხელშეწყობაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონისმიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის პრეზენტაციაზე მუზეუმში შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.
''ჩვენ ვიმყოფებით კასპის ოკუპაციის მუზეუმში, უკვე 23 წელია ეს ადგილი გახდა სკოლა, სადაც იზრდება ახალი თაობა, მაგრამ ამავე დროს არ ხდება წარსულის დავიწყება და აქ მუზეუმიგანთავსდა, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს სამშობლო დასაცავია, რომ თავისუფლება დასაცავია, რომ დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია და რომ ნებისმიერი ნაბიჯი უკან ნიშნავს ათობით ჩვენითანამემამულის გაუბედურებას და წყვდიადში ჩავარდნას.
25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლობის შენება და თითოეული ჩვენი მოქალაქე მზად არის რომ ამ დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე იდგეს.
მე მხარს ვუჭერ თქვენს წამოწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს სამშობლოს და თავისუფლების დაცვის თემების მიჩუმათება",- აღნიშნა პრეზიდენტმა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კასპის ოკუპაციის მუზეუმში, 5 თვის მანძილზე დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე, ოკუპაციის გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, საქართველო-ევროკავშირისურთიერთობებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















