ჩეჩნეთში სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 24.03.2017
ნანახია: 1307

ჩეჩნეთში სამხედრო ნაწილს თავს მებრძოლები დაესხნენ. თავდასხმა ნაურის რაიონში სამხედრო ნაწილის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით დაიღუპა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, არიან დაშავებულებიც. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.

ლოკვიდირებულია ექვსი მებრძოლი. ”რია ნოვოსტის” ცნობით, ორ მათგანს თვითმკვლელის ქამრები ეკეთათ.

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სრული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე