გიორგი მღებრიშვილი „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ სიტყვით გამოვიდა
საქართველო, თბილისი - 11:05 | 24.03.2017 ნანახია: 1384
ბელგიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში, ანალიტიკურ ინსტიტუტს - „ევროპის პოლიტიკის ცენტრს“ (EPC) ეწვია და მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას საქართველოს შსს-ს დელეგაციის წევრები, ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამა.
შს მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს შსს-ს მიერ აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მღებრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ პერიოდშიც.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების, ასევე, საქართველოს შსს-ს ეფექტიან და საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბების მიზნით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური რეფორმები გატარდა.
გიორგი მღებრიშვილმა სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის, დოკუმენტების უსაფრთხოების, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის და პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ევროპელი ექსპერტების მიერ პოზიტიურად შეფასდა.
შს მინისტრმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებით განხორციელებული ბრძოლის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 176 სახელმწიფოდან საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. „პირველ კალათაში“ მოხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო შსს-ს პრევენციულ, დანაშაულზე რეაგირებისა და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. მისი თქმით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა ევროკავშირის 16 ქვეყანასთან, ხოლო 13 ქვეყანაში პოლიციის ატაშეები წარგზავნა.
შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. მან იმედი გამოთქვა, რომ „ევროპის პოლიტიკის ცენტრთან“ თანამშრომლობა საქართველოს შსს-ს ევროპულ თანამეგობრობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობას მისცემს. შს მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების გაცვლის მრავალმხრივი პანელის შექმნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფორმატში განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების საშუალებით პარტნიორი სახელმწიფოები ერთმანეთს საკუთარ მიღწევებს და საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















