უკრაინაში საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებების ინტენსიურობა შემცირდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 24.03.2017
ნანახია: 1232

ხარკოვის ოლქში იარაღის საწყობში აფეთქებების ინტენსიურობა შემცირდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიის განაღმვა დაიწყო.

ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში, საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა.

 საბრძოლო მასალების აფეთქებების გამო ხელისუფელბამ 10-კილომეტრიანი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა.

პოლიციის მონაცემებით, დაიჭრა ერთი ქალი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დივერსიას არ გამორიცხავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე