ლონდონის ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 24.03.2017
ნანახია: 1288

ლონდონის მსხვერპლთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თავდასხმის შედეგად დაჭრილი 75 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის სახელი არ სახელდება.

22 მარტს ლონდონის ცენტრში ტერაქტს სამი გამვლელი და ერთი პოლიციელი ემხვერპლა. თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 52 წლის ჰალიდ მასუდი კენტის საგრაფოდან იყო.  

მასუდი პოლიციისთვის კარგად იყო ცნობილი. წარსულში ის რამდნჯერმე მიეცა პასუხისგებაში. პირველად მასუდი 1983 წელს ქონების დაზიანებისთვის გაასამართლეს, 2003 წელს კი იარაღის უკანონო შენახვისთვის.

პოლიციამ თავდასხმასთან კავშირისთვის კიდევ შვიდი ადამიანი დააკავა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე