ლონდონის ცნობილი ცათამბჯენიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 23.03.2017
ნანახია: 1489

ლონდონის ცნობილი ცათამბჯენიდან ”მერი-ექსი” ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შენობასთან სახანძრო მანქანები იმყოფებიან. ამის შესახებ გაზეთი The Sun-ი იტყობინება.

თვითმხილველების თქმით, შენობასთან პოლიციელების მანქანებიც პატრულირებენ.

მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ ევაკუაციის მიზეზი სარდაფის დაკვამლიანების შესახებ გავრცელებული ცნობა გახდა.

ლონდონის საგანგებო სამსახურები ტერაქტის შემდეგ გამკაცრებულ რეჟიმში მუშაობენ.

გუშინ ლონდონის ცენტრში მამაკაცმა ავტომობლით ქვეითებს გადაუარა შემდეგ კი პოლიციელს დანით თავს დაესხა და მოკლა. სამართლადამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. დაიღუპა ოთხი და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

სკოტლანდ-იარდის ცნობით, საავადმყოფოებში 28 დაშავებული რჩება. მათგან შვიდი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე