საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 02.11.2015
ნანახია: 1823

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე